ნამდვილი ნაძირალა იყო, მუდამ ჩემს ჩრდილში იქნება | ჯონ ჯონსმა კორმიეს შეუტია
ჯონ ჯონსმა, რომელმაც კარიერა დაასრულა, დენიელ კორმიეს, მასთან ერთად რეალითი შოუს გადაღების შემდეგ, მწვავედ შეუტია. ჯონსმა ამ თემაზე Red Corner MMA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ჯონ ჯონსი: „ის ნამდვილი ნაძირალა იყო. არაერთხელ ვცადე მასთან შერიგება, მაგრამ მან ძალიან მკაფიოდ მაგრძნობინა, რომ სურს, სიცოცხლის ბოლომდე მტრებად დავრჩეთ. ის ერთი ნაბიჭვარია. შეხედეთ, როგორ ეპყრობა თავის პერსონალს. ბიჭებს მხოლოდ უბრძანებს და დირექტივებს აძლევს. ძალიან კომუნიკაბელური არ იყო.
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე ის მთელი მსოფლიოს თვალწინ ვატირე. ყველა დროის უდიდესი მებრძოლების სიიდან მისი სახელი სწორედ მე ამოვშალე.
ჩემი შეგირდი, გეიბლ სტივსონი, სამჯერ უფრო დიდი ჩემპიონი იქნება, ვიდრე დენიელ კორმიე ოდესმე ყოფილა. კორმიე მუდამ ჩემს ჩრდილში იქნება.“
ჯონსმა კორმიე ორჯერ დაამარცხა, პირველად 2015 წლის 3 იანვარს, მეორედ 2017 წლის 29 ივლისს, თუმცა მეორე ბრძოლა გაუქმდა, რადგან ჯონსი დოპინგზე ჩავარდა, აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა.
ჯონ ჯონსი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია, 2011 წელს, 23 წლის ასაკში მოიპოვა UFC-ის ტიტული, რაც დღემდე რეკორდია. ოფიციალურად მას ერთი წაგება აქვს (დისკვალიფიკაციით, არალეგალური იდაყვის დარტყმის გამო), რეალურ ბრძოლაში არასდროს დამარცხებულა. მან გაანადგურა "ქვემძიმე" (Light Heavyweight) წონის თითქმის ყველა ლეგენდა. წლების განმავლობაში დომინირებდა ქვემძიმე წონაში, შემდეგ კი მძიმე წონაში გადავიდა და იქაც ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, ჯონსმა კარიერა დაასრულა და ახლა მძიმე წონის ჩემპიონი ტომ ასპინალია.