„თითქოს ილიას მუშტი მომხვდა სახეში“ | ესპანელ მრბოლელს ავარია მოუვიდა
2026 წლის დაკარის რალის მიმდინარეობისას ხესუს კალიეხას და მის თანაპილოტს, ედუარდო ბლანკოს მძიმე ავარია მოუვიდათ. მეხუთე ეტაპზე კალიეხას და ბლანკოს ავტომობილი წინა ნაწილით მიწას ძლიერად დაენარცხა და გადატრიალდა.
ესპანელი პილოტები არ დაშავებულან. ინციდენტის შემდეგ კალიეხამ RTL-ს ინტერვიუ მისცა და მომხდარზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არც იუმორის გრძნობა დაუკარგავს. კალიეხამ ილია თოფურია ახსენა და აღნიშნა, რომ როდესაც მანქანიდან გადმოვიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახეში „ელ მატადორის“ მუშტი ჰქონდა მოხვედრილი.
???? ACCIDENTE ESCALOFRIANTE de Jesús Calleja en el Dakar#Dakar2026 pic.twitter.com/P9RipMug0f
— Fórmula Directa (@FormulaDirecta) January 8, 2026
„ვერაფერი გავიგე, რა მოხდა. დრო ისე სწრაფად გავიდა, საერთოდ ვერაფერი გავიგე, შემდეგ კი ძლიერი დარტყმა მივიღე. მივხვდი, რომ კარგად არ ვიყავი, რადგან მთელი დარტყმა ჩემ მხარეს მოვიდა. საბოლოოდ, როდესაც მანქანიდან გადმოვედი და წამოდგომა ვცადე, ვერ შევძელი, რადგან თავბრუ მეხვეოდა.
გონზე ვიყავი, მაგრამ თავბრუ ისე მეხვეოდა, თითქოს ილია თოფურიას მუშტი მომხვდა სახეში. ვცდილობდი გამერკვია, რა მოხდა. ძალიან დაბნეული ვიყავი და სამწუხაროა, რომ რბოლას ვერ გავაგრძელებ", - განაცხადა ესპანელმა.