თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ბარსელონამ პარტიზანს მოუგო

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. კატალონიელებმა ამჯერად ევროლიგის რეგულარული ეტაპის XXI ტურში გაიმარჯვეს და საკუთარ დარბაზში ბელგრადის „პარტიზანი“ 18-ქულიანი სხვაობით, 88:70 დაამარცხეს, რაშიც თორნიკე შენგელიამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.

„ბლაუგრანას“ 34 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 28 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ ორიდან ორი სამქულიანი, ხუთიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თოკომ ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

14 მოგებითა და 7 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კატალონიელები 11 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე „გრანადასთან“ გამართავენ, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საკლუბო დონეზე ის და თორნიკე შენგელია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო წამებზე მამუკელაშვილის ასისტით - ტორონტომ შარლოტს მოუგო
ბოლო წამებზე მამუკელაშვილის ასისტით - ტორონტომ შარლოტს მოუგო