გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

თვის საუკეთესო გოლის ავტორი | წიტაიშვილის აღიარება საფრანგეთში

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. „წიტა“ დეკემბრის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მის მიერ „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი ბურთი გამოარჩიეს.

„გიორგი წიტაიშვილმა თვის საუკეთესო გოლის ჯილდო მოიგო დეკემბერში. გილოცავ“, - აცხადებს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ პოსტში სიტყვა „გილოცავ“ ქართულად არის დაწერილი.

 

ცნობისთვის, წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „წიტამ“ „ბრესტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა, ხოლო პარიზელებთან მატჩში ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა