ილია თოფურია
Aa
Aa

მოსამართლემ გადაწყვეტილება ილიას სასარგებლოდ მიიღო | თოფურიას გამარჯვება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან დაწყებულ სასამართლო პროცესში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საუბარია ჯორჯინას მოთხოვნაზე, რომ მათ წელიწად-ნახევრის ქალიშვილს საზღვარგარეთ წასვლის უფლება მიეღო, რაზეც „ელ მატადორმა“ უარი განაცხადა.

Marca-ს ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება თოფურიას სასარგებლოდ მიიღო. სანამ განქორწინების პროცესი არ დასრულდება და ილიასთვის არ განისაზღვრება ბავშვის ნახვის გრაფიკი, ჯორჯინა მის საზღვარგარეთ წაყვანას ვერ შეძლებს. სასამართლო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვის მამასთან კონტაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად დედის მიერ იყო მიღებული.

ჯორჯინა ესპანეთის დატოვების აუცილებლობას სოციალურ ქსელებში მიღებული შეურაცხყოფებითა და მუქარებით ხსნიდა. თუმცა, როგორც გაირკვა, მას თვითმფრინავის ბილეთები ილიას ცნობილ განცხადებამდე, რომლითაც დროებითი პაუზის შესახებ დაწერა, 12 დღით ადრე ჰქონდა ნაყიდი.

„ელ მატადორი“ სასამართლოში სწორედ ამ საკითხის გამო გამოცხადდა. სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომლითაც ჯორჯინა ილიას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა თოფურია ჩვენების მისაცემად არ გამოუძახებიათ და არც შემაკავებელი ორდერი ან რამე მსგავსი დაუწესებიათ მის მიმართ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია