ხმის მიცემა დაიწყო | კვარა EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდითაა. პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევი EA SPORTS FC 26-ის წლის გუნდის ნომინანტთა შორის მოხვდა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კვარას გავლენას თანამედროვე ფეხბურთზე. ახლა კი ჯერი გულშემატკივარზეა, წლის სიმბოლური 11-ეული სწორედ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.
როგორ მივცეთ ხმა? გამოკითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროცესი მარტივია: გადადით ბმულზე: ea.com/toty შეარჩიეთ თქვენი რჩეული ფეხბურთელები, დაადასტურეთ თქვენი არჩევანი. გაითვალისწინეთ: ხმის მიცემა 12 იანვრამდე გაგრძელდება. ამიტომ, იჩქარეთ რომ თქვენი რჩეული მოთამაშე წლის გუნდში მოხვდეს.
გასული სეზონიდან მოყოლებული საკლუბო დონეზე კვარაცხელიამ საერთო ჯამში 7 ტურნირი მოიგო: იტალიის სერია A, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი.