ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემის ცუდი ნაცნობი - კლასიკოს მსაჯი ცნობილია

კვირას ესპანეთის სუპერთასის წლევანდელი გათამაშების ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. არამარტო ამ კლუბების, არამედ ნეიტრალური გულშემატკივარების სასიხარულოდ, გადამწყვეტ შეხვედრაში მორიგ „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ და ბუნებრივია, ყოველთვის მნიშვნელოვანია და ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, თუ რომელი მსაჯი მოემსახურება ასეთი მნიშვნელობის შეხვედრას.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კორპუსმა ამჯერად ნდობა ხოსე მუნუერა მონტეროს გამოუცხადა, რომელთანაც ჯუდ ბელინგემს არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს. წინა სეზონში „ოსასუნა“ – „რეალის“ (1:1) შეხვედრის პირველ ტაიმში მონტერომ სამეფო კლუბის ინგლისელ ნახევარმცველს მასთან შეკამათებისთვის წითელი ბარათი უჩვენა, მოგვიანებით კი რაპორტში ჩაწერა, რომ ბელინგემმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად „ბლანკოსის“ მეხუთე ნომერი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელიც აპელაციის მიუხედავად არ შეცვლილა.

ცნობისათვის, „ბარსელონა“ – „რეალის“ შეხვედრა 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. კატალონიელებმა ნახევარფინალში „ბილბაოს“ 5:0 აჯობეს, ხოლო „ბლანკოსმა“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალმა ატლეტიკო დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გავიდა
რეალმა ატლეტიკო დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გავიდა