ედუარდო კამავინგა
Aa
Aa

რეალსა და მოურინიოს კამავინგა არ სჭირდებათ | ESPN

„რეალის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ედუარდო კამავინგას შეელიოს. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

სპორტული არხის ინფორმაციით, ცენტრალურ ნახევარმცველზე იმედებს ასევე არ ამყარებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო.

პორტუგალიელ სპეციალისტს კიდევ ერთი ნახევარმცველის გაფორმება სურს, თუმცა კლუბმა ნებისმიერი ახალი შენაძენი მინიმუმ იქამდე გადადო, სანამ გუნდს შუა ხაზის ამჟამინდელი მოთამაშეებიდან ერთი მაინც არ დატოვებს.

კამავინგას პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი ყურადღებით აკვირდება, თუმცა მისი ტრანსფერის გაფორმება მარტივი არ იქნება, რადგან თავად ფრანგს „რეალში“ დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ კამავინგა სამეფო გუნდის ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2029 წლამდეა მოქმედი.

გეტყვით ასევე, რომ ედუარდომ მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა