უსმან დემბელე
Aa
Aa

„მთავარი გუნდის გამარჯვებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ წინაა“ - დემბელე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ნორვეგიასთან სუპერ-მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის ჰეთ-თრიკზე ისაუბრა.

რას ამბობს დემბელე:

„ეს ჩემთვის უნიკალური და მნიშვნელოვანი მომენტია. ვფიქრობ, სენეგალთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩებში უფრო დიდი გავლენა მოვახდინე. ყველაზე მთავარი კონცენტრაციის შენარჩუნებაა. წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის. თავს შესანიშნავად ვგრძნობ — მოედანზეც და გუნდშიც. ფოკუსირებულები უნდა დავრჩეთ, რადგან ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. მოდუნება არ შეიძლება.

მნიშვნელოვანი მატჩი იყო იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაგვეკავებინა. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს როგორც მოედანზე, ისე სათადარიგოთა სკამზე. ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ“.

უსმან დემბელეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 4 გოლი დაუგროვდა. ფრანგმა შემტევმა მეორე ტურში, ერაყის წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი. ნორვეგიასთან გამარჯვებით, საფრანგეთის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე 6 ქულით ნორვეგია გავიდა, მეამე ადგილზე 3 ქულით სენეგალი, ბოლო მე-4 ადგილზე კი 0 ქულით ერაყი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა