ნიკო პასი
Aa
Aa

ნიკო პასი მომდევნო სეზონსაც კომოში გაატარებს

მადრიდის „რეალმა“ ნიკო პასის მომავლის შესახებ განცხადება გაავრცელა.

სამეფო გუნდმა, „კომომ“ და ნიკო პასმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი იტალიურ კლუბში მომდევნო სეზონსაც გაატარებს.

„ეს შეთანხმება, რომელიც თავად მოთამაშის თხოვნით გაფორმდა, ასევე ითვალისწინებს, რომ მადრიდის „რეალი“ იტოვებს ნიკო პასზე ფედერაციული უფლებების ცალმხრივად გამოსყიდვის უფლებას 2027/2028 წლების სეზონისთვის“, — ნათქვამია „რეალის“ ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პასი „კომოში“ „რეალის“ ახალგაზრდული გუნდიდან 2024 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, შემტევმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე 21 წლის ესპანელის საბაზრო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს