„ზნეობის საუკეთესო მაგალითი არ ყოფილა“, - ალონსო სიმეონეს აკრიტიკებს
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, ვინისიუს ჟუნიორსა და დიეგო სიმეონეს შორის მომხდარი კონფლიქტი შეაფასა.
„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა. როდესაც „ბლანკოსის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი 81-ე წუთზე მოედანს ტოვებდა, „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტრიბუნებისკენ, შემდეგ კი საკუთარ ყურზე დაიწყო თითით მინიშნება და თან რაღაცას ამბობდა.
ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმეონე ვინისიუსის გაღიზიანებას ცდილობდა. ეუბნებოდა, რომ ფლორენტინო პერესი მას გუნდიდან გააგდებდა. ტრიბუნებიდან კი ქომაგები ისევ უსტვენდნენ.
????????????️| Diego Simeone to Vinicius Jr during the game tonight: “Vini, Vini… Florentino Pérez will kick you out [of Real Madrid], remember I told you!"
— CentreGoals. (@centregoals) January 8, 2026
[@FabrizioRomano] pic.twitter.com/z91366vzS4
„მე ვცდილობ, მეტოქე გუნდის მოთამაშეებს პატივისცემით მოვეპყრო და, როგორც წესი, მათ არ ვესაუბრები. როდესაც მივხვდი, რა უთხრა მან (სიმეონემ), ეს არ მომეწონა. ეს არ არის სპორტული ქცევის საუკეთესო მაგალითი.
ყველაფერი მისაღები არ არის – მეტოქეს პატივი უნდა სცე. იმას, რაც მოედანზე ხდება, თავისი საზღვრები აქვს“,
– განაცხადა ალონსომ.
Simeone diciéndole a Vinicius “escucha a la gente” porque hasta en Arabia lo abuchean ???????????? pic.twitter.com/u8zPSHDgWl https://t.co/EYJLNEuEDf
— Jeff (@JeffFcb14) January 8, 2026
ამ ინციდენტზე თავად ჩოლომაც ისაუბრა.
„ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, იქვე რჩება – ეს წესია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბავშვები ვიყავით. სათქმელი არაფერი მაქვს“.
– თქვენ მას უთხარით: „ფლორენტინო გაგაგდებს“.
„არ მახსოვს. ცუდი მეხსიერება მაქვს“,
– უპასუხა „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა.
სოციალურ ქსელში ვინისიუსი ამ მომენტს ირონიულად გამოეხმაურა და დაწერა:
„ისევ წააგო პლეი-ოფის მატჩი“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკო“ გველის. მატჩი კვირას 23:00-ზე დაიწყება.