„მომატება შეუძლია“ | ფროზინონეს მწვრთნელს კვერნაძის იმედი აქვს
გიორგი კვერნაძემ 2026/27 წლების სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა იტალიის თასზე გამართა. ქართველი ფეხბურთელის „ფროზინონე“ „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. კვერნაძეს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა: გიორგიმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
კვერნაძის შესანიშნავი თამაში „ფროზინონეს“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალვინის უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მატჩის შემდეგ მან 23 წლის შემტევზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია.
„გიორგი კვერნაძეს შეუძლია, სივრცეებზე შეტევის, კონკრეტულ ეპიზოდებში ხაზებს შორის ბურთის მისაღებად ჩამოსვლისა და, საკუთარი უნარების გამოყენებით, მეტოქის ბოლო ხაზის გაჭრის მხრივ კიდევ უფრო მოუმატოს. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს შეგვიძლია, მას კიდევ უფრო მოვამატებინოთ“.
ცნობისთვის, სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონეს“ მეტოქე „იუვენტუსი“ გახლავთ. კვერნაძის გუნდი მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს და მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.