ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

„არცერთი ტოპ-გუნდი არ თამაშობს ასე ფეხბურთს“ - კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრა

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მომავალ სეზონში გუნდის მიმართ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ამ სეზონში „ლივერპული“ საინტერესო კლუბი იქნება. მაინტერესებს ვნახო, როგორ განვითარდება მოვლენები, რომელ ფეხბურთელებს დაიმატებენ და როგორ ჩაატარებენ სეზონს.

მოედანზე „ლივერპულს“ ზედმეტად ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჰყავს, მათ უბრალოდ სურთ, რომ მუდმივად წინ გაიქცნენ. იგივე ხდება „ლივერპულის“ მიმდინარე წინასასეზონო მატჩებშიც – ეს უბრალოდ კალათბურთია.

არცერთი ტოპ-გუნდი ასე არ თამაშობს ფეხბურთს. ამის არ მჯერა“, – განაცხადა კარაგერმა.

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის ახალ სეზონს 23 აგვისტოდან დაიწყებს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი პირველ ტურში სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 19:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვეს ნომერიც შერჩეული ჰქონდა | რატომ არ გაუშვა ლივერპულმა ალისონი
იუვეს ნომერიც შერჩეული ჰქონდა | რატომ არ გაუშვა ლივერპულმა ალისონი