იუვეს ნომერიც შერჩეული ჰქონდა | რატომ არ გაუშვა ლივერპულმა ალისონი
გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი, ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო. ამ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და ასაჯაროებს მიზეზებს, რომელთა გამოც ბრაზილიელი გოლკიპერი „იუვენტუსში“ ვერ გადავიდა.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის მიხედვით, „ბებერ ქალბატონს“ ალისონთან შეთანხმება ჰქონდა მიღწეული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტურინელებმა ნომერიც შეარჩიეს, რომლითაც მას უნდა ეთამაშა. თავის მხრივ, „ლივერპული“ ალისონის გასაყიდად მზად იყო, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
მთავარი მწვრთნელის გაშვებისა და მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ, კლუბმა ჩათვალა, რომ კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა შეცდომა იქნებოდა. მერსისაიდელებმა ალისონი სწორედ ამიტომ აღარ გაუშვეს და „იუვენტუსს“ ალტერნატიული ვარიანტების მოძებნა მოუწია. საბოლოოდ, ტურინელები გულიელმო ვიკარიოს კანდიდატურაზე შეჩერდნენ.
ცნობისთვის, „ლივერპულმა“ წინასასეზონო მზადება დაასრულა და 23 აგვისტოს პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს. „წითლები“ სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.