ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილის დებიუტი თურქეთში | გიოზთეფემ სეზონი შედეგიანი ფრით დაიწყო

თურქეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი მეკარის „გიოზთეფე“ პირველ ტურში სტუმრად „სამსუნსპორს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 3:3 ითამაშა.

იმის მიუხედავად, რომ გუგეშაშვილმა სამი გოლი გაუშვა, ქართველი მეკარის ბრალეულობა არცერთ გოლში არ იკვეთება. ამასთან, მასპინძლებმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს. გუგეშაშვილს არ გაუმართა იმ კუთხით, რომ „სამსუნსპორის“ სამი ზუსტი დარტყმიდან, სამივე გოლი გავიდა და შესაბამისად, ქართველ მეკარეს სეივი არ ჰქონია.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, თავდაპირველად „გიოზთეფე“ მე-5 წუთზე მატოსის გოლით დაწინაურდა. 30-ე წუთზე მარიუსმა წონასწორობა აღადგინა, რასაც ტაიმის მიწურულს კილინჩის გოლიც მოჰყვა და „სამსუნსპორმა“ ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუმრებმა ანგარიში არმსტრონგის გოლით გაათანაბრეს. 65-ე წუთზე ბექიროღლუმ „გიოზთეფე“ დააწინაურა. სტუმრები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს შანსი 90-ე წუთზე გაუშვეს ხელიდან, როდესაც იუკსელმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„გიოზთეფე“ მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „გენჯლერბირლიგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სევილია სპორტინგის პირობებს დათანხმდა? - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
სევილია სპორტინგის პირობებს დათანხმდა? - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია