რეალმა ატლეტიკო დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გავიდა
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა.
მატჩში ანგარიში „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ მეორე წუთზე გახსნა. „ბლანკოსის“ შემტევმა, როდრიგომ 55-ე წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ალექსანდრ სორლოტმა 58-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:1).
ნახევარფინალის მეორე წყვილში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბილბაო“ შეხვდნენ. თამაში კატალონიური გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 5:0 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში, რომელიც 11 იანვარს გაიმართება, „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ.
ესპანეთის სუპერთასის მოქმედი მფლობელი „ბარსელონაა“. 2025 წლის ტურნირის ფინალში, გუნდმა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 5:2 გაანადგურა.