31 დეკემბერს ოკეანეში დახრჩობას გადაურჩა - დემიჩელისის დაუჯერებელი ისტორია
„ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ექსფეხბურთელი მარტინ დემიჩელისი მაშველებმა ოკეანეში დახრჩობას გადაარჩინეს. ამის შესახებ ტელეკომპანია TUDN იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ურუგვაიში, კურორტ პუნტა-დელ-ესტეში ისვენებდა. 31 დეკემბერს ისინი ერთ-ერთ სანაპიროზე გავიდნენ, სადაც მაშველების არარსებობისა და ძლიერი ტალღების გამო წყალში შესვლა აკრძალულია.
დემიჩელისი შვილთან და დისშვილთან ერთად ოკეანეში შევიდა, ხოლო ძლიერი დინების გამო გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. საბედნიეროდ, შორიახლოს აღმოჩნდა ორი მაშველი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. სწორედ მათი ჩართულობის შედეგად მოხერხდა დემიჩელისის და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა.
ცნობისთვის, კარიერის დასრულების შემდეგ დემიჩელისი „ბაიერნის“ მეორე გუნდს, „რივერ პლეიტსა“ და „მონტერეის“ წვრთნიდა. გასული წლის მაისიდან არგენტინელი სპეციალისტი უგუნდოდაა.