თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ 100%-ით მზად არ ვარ“ - შენგელია ფიზიკურ ფორმასა და პარტიზანთან მატჩზე

ხვალ, ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.

მოახლოებულ შეხვედრაზე მედიასთან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისაუბრა და თავისი ფიზიკური ფორმაც შეაფასა.

თორნიკე შენგელია:

„თავს უკეთ ვგრძნობ, თუმცა ჯერ კიდევ არ ვარ იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო – ასპროცენტიან მზადყოფნაში არ ვარ. მაგრამ ჩემი მხრიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო.“

„პარტიზანთან ტაქტიკურად შესაძლოა რთული იყოს, რადგან ის ჩვენ კარგად გვიცნობს, მაგრამ ამას მომზადების პროცესში გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, ჩვენ ადამიანები ვართ. ის სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მწვრთნელი იყო და მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. ის იმსახურებს აპლოდისმენტებს და თბილ მიღებას. მე მას სწორედ ასე დავხვდები. თუ ისინი თავდაჯერებას მოიპოვებენ, წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება. მთავარია, თამაში ძლიერად დავიწყოთ და 40 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ.“

ევროლიგაზე, 20 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 13 მოგება და 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „პარტიზანს“ ბელგრადელები 6 მოგებითა და 14 მარცხით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია“ - ბარსელონას მწვრთნელი შენგელიაზე
„ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია“ - ბარსელონას მწვრთნელი შენგელიაზე