ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დაცვაში ბევრს მუშაობდა, კარგი მატჩი ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერ თასი დაისაკუთრა და „მარსელს“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო (2:2, 4:1 პენალტების სერიაში). ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და მისი თამაში ფრანგულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

Le Parisien (6 ქულა): „თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო სრულ ფიზიკურ კონდიციებში არ იყო, ქართველმა გარემარბმა ყველას დაუმტკიცა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს. მეორე წუთზე ქუსლით სცადა დარტყმა და შეეძლო, უკეთ ეთამაშა. დაცვაში თავდაუზოგავად შრომობდა და მენდეშს კარგი მომენტი შეუქმნა.“

90min (6 ქულა): „სოლიდური პირველი ნახევარი ქართველი ფეხბურთელისგან, რომელმაც დაცვაში თამაშითაც გამოიჩინა თავი და მეოცე წუთზე საგოლე გადაცემასთან იყო ახლოს. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ტემპის მომატებას ცდილობდა და თავისი ბრწყინვალე მომენტებით თამაში გაალამაზა. ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა.“

Footmercato (5 ქულა): „მისი პირველი ნახევარი დამაიმედებელი იყო და მეორე წუთზე დაარტყა კიდეც. იყო მომენტები, როდესაც პავარი და ბალერდი გააწამა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აკრიტიკებენ და ამბობენ, თითქოს თავად ირჩევს მატჩებს, როდის ითამაშოს და როდის არა, აუცილებელია, მისი დაცვითი მოქმედებებიც გამოვარჩიოთ. სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად, ქართველი გარემარბის სიკაშკაშემაც მოიკლო.“

Maxifoot (5.5 ქულა): „ძალისხმევას არ იშურებდა და დაცვაში აქტიურად თამაშობდა. ქართველმა გარემარბმა გუნდისთვის ბევრი იმუშავა. შეტევაში სიმწვავე აკლდა და ხელსაყრელი სიტუაციების მიუხედავად, მოედნის მესამედში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.“

Allezparis: „ქართველმა გარემარბმა მაქსიმუმი გაიღო, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. მიუხედავად ამისა, ბოლო პასი ან დარტყმა არ გამოსდიოდა. გულახდილები რომ ვიყოთ, სეზონის საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ არც ცუდად უთამაშია.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს გამართავს. თბილისის დროით, 00:10-ზე, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის თასის ეგიდით, „პარიზს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები VS მარსელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია“ | ობრანიაკმა კვარა და დუე გამოარჩია
„ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია“ | ობრანიაკმა კვარა და დუე გამოარჩია