პსჟ - მარსელი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში
დღეს, საფრანგეთის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა - Le Parisien-მა და L’Equipe-მა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „პარიზის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა დღევანდელ მატჩში ორივე გამოცემა მას სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრებს. ასევე, ორივე სააგენტოს სავარაუდო შემადგენლობა ერთმანეთის იდენტურია.
პსჟ-ს შემადგენლობა:
ლუკას შევალიე - ნუნუ მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, უორენ ზაირ-ემერი - ფაბიან რუისი, ვიტინია, ჟოაო ნევეში - ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, უსმან დემბელე.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ დაპირისპირება ქუვეითში, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.