კევინ კიგანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
Aa
Aa

კევინ კიგანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

„ლივერპულის“, „ნიუკასლის“, „საუთჰემპტონის“, „ჰამბურგის“, „სკანთორპისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ლეგენდარულ კევინ კიგანს, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც „ნიუკასლში“ განაცხადეს, ექს-ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ მუცლის არეში არსებული მუდმივი პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებული იყო. მას ონკოლოგიური დაავადება გამოუვლინდა. 74 წლის კიგანი მკურნალობის კურსს გაივლის.

„ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელის (1978, 1979) ოჯახმა უფრო დეტალურ კომენტარზე უარი განაცხადა.

კიგანი პროფესიონალურ დონეზე 1968-დან 1985 წლამდე თამაშობდა. მან „ლივერპულთან“ ერთად 9 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ინგლისის ჩემპიონატის სამი ტიტული და ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), ასევე „ჰამბურგთან“ ერთად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და თასი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იგი „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, ინგლისის ნაკრებსა და „მანჩესტერ სიტის“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები