ერიკ ტენ ჰაგი, მაიკლ ოუენი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ოუენი ამორიმის დათხოვნაზე: რუბენის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ტენ ჰაგის პერიოდში

„მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალისა“ და სხვა კლუბების ყოფილი ფორვარდი, მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ ახლა „მანჩესტერ იუნაიტედი“ უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ერიკ ტენ ჰაგის დროს იყო.

„ვიცი, მიმითითებთ მოგებების პროცენტულ მაჩვენებელზე და მსგავს რაღაცებზე, მაგრამ არსებობს ციფრები და არსებობს ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავ, ასევე ყველა სხვა ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერიკ ტენ ჰაგის დროს ყველაფერი უბრალოდ კოშმარული იყო. თამაში საშინლად გამოიყურებოდა. ამორიმის დროს მდგომარეობა ბევრად არ გამოსწორებულა, მაგრამ ახლა გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კუნია, მბემო და ფერნანდეში არიან, რომელთაც გუნდის წინ გაძღოლა შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ ერთი ან ორი წლის წინ ყველაფერი უფრო უარესად იყო. შესაძლოა, წვრილმანებს ვეძებთ, მაგრამ მაშინ ნამდვილად მიჭირდა რაიმე პოზიტიურის გამოყოფა. ახლა კი გამოცოცხლების ნიშნები ჩანს: ახალი საწვრთნელი ბაზა, დიდი ინვესტიციები, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი მოედანზე. კლუბი ცოტა უფრო სტაბილურია (ან იყო ცოტა უფრო სტაბილური), ვიდრე მანამდე. არ ვიცი, რა ხდება მოედნის მიღმა, მაგრამ არის შეგრძნება, რომ სიტუაცია ოდნავ უკეთესია, ვიდრე ერთი ან ორი წლის წინ“, – განაცხადა ოუენმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პორტუგალიელი სპეციალისტი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ის ინგლისურ კლუბს 2024 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოუენი: კეინი საოცარი მოთამაშეა, მაგრამ მისი ტრანსფერი მკვდარი ფულია
ოუენი: კეინი საოცარი მოთამაშეა, მაგრამ მისი ტრანსფერი მკვდარი ფულია