რასპადორი რომაში გადადის | რომანო
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „რომა“ „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ჯაკომო რასპადორის გაფორმებასთან ახლოსაა.
როგორც ცნობილი ინსაიდერი წერს, იტალიურ კლუბს მხოლოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობების შეთანხმება დარჩა.
კერძოდ, „რომა“ და „ატლეტიკო“ უკვე შეთანხმდნენ მოთამაშის 1,5 მილიონი ევროს ოდენობის იჯარაზე, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით, რაც 20-23 მილიონს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის იტალიელი მადრიდულ გუნდში გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ გადავიდა, თუმცა „ატლეტიკოში“ ფეხი ვერ მოიკიდა - მან 15 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „რომას“ უკრაინელ არტემ დოვბიკთან დამშვიდობება სურს, რომელიც გუნდის დამრიგებლის, ჯანპიერო გასპერინის გეგმებში არ შედის, თუმცა რომაელებს თავდაპირველად რასპადორის გაფორმება სურდათ.