ოუენი: კეინი საოცარი მოთამაშეა, მაგრამ მისი ტრანსფერი მკვდარი ფულია
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალისა“ და სხვა კლუბების ყოფილმა ფორვარდმა, მაიკლ ოუენმა „ბაიერნის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ინგლისელის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
„კარიერასა თუ ცხოვრებაში შეიძლება საუკეთესო გეგმები გქონდეს, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის სჭირდები - ეს იდეალური მომენტი უნდა იყოს. ეს სხვადასხვა გარემოების ერთობლიობაა: შენი ასაკი და ყველა მსგავსი ასპექტი. რვა წლის წინ, ჰარი კეინისთვის რომ გეკითხათ: „როგორ ფიქრობ, „ბაიერნში“ აღმოჩნდები?“ ის, სავარაუდოდ, გიპასუხებდათ: „არა“. შესაძლოა ეთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“ ან „ბარსელონა“, მაგრამ არ მგონია, „ბაიერნი“ იმ გუნდების ტოპ-სიაში ყოფილიყო, სადაც ის თამაშზე ოცნებობდა. ახლა ჰარი კეინთან დაკავშირებული პრობლემა ისაა, რომ ის კვლავ წარმოუდგენელი მოთამაშეა, მაგრამ თუ მის ყიდვას მოინდომებთ, ეს იქნება „მკვდარი ფული“. თქვენ ყიდულობთ მას აქ და ამჟამად, თუმცა რამდენ წელზე აკეთებთ გათვლას? ერთ, ორ, სამ თუ ოთხ წელზე? არ ვიცი. თუმცა, ვინ იცის - მას აშკარად არ ეტყობა დაბერების არანაირი ნიშანი“, - განაცხადა ოუენმა.
ცნობისთვის, ჰარი გერმანული გუნდის ღირსებას 2023 წლის აგვისტოდან იცავს, სადაც ის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა, სადაც 14 წელი გაატარა.
გეტყვით ასევე, რომ კეინმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს.