ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ახლა ასეთი მიდგომა გვჭირდება“ - ტორინოს მწვრთნელმა საზონოვზე ისაუბრა

სერია ა-ს მორიგ ტურში „ტორინო“ შინ „უდინეზესთან“ დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ ქართველ მცველზე, საბა საზონოვზე ისაუბრა, რომელიც მატჩის განაცხადში ისევ ვერ მოხვდა.

„ბოლომდე ვიბრძოლეთ, გუნდს ვერაფერს ვუსაყვედურებ. სამწუხარო შეცდომები დავუშვით, საკუთარ კედლებში დავმარცხდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ. ფიზიკურად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. „უდინეზე“ დაცვაში კარგად თამაშობს, ამიტომ მომენტების შექმნა რთული იყო.

რატომ არ მოხვდნენ განაცხადში კრისტიანო ბირაგი, საბა საზონოვი და ნილს ნკუნკუ? ეს ჩემი ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება იყო. სატრანსფერო ფანჯარაა გახსნილი, ამიტომ ახლა ასეთი მიდგომა გვჭირდება“.

აქვე გეტყვით, რომ მატჩში მონაწილეობა არც საბა გოგლიჩიძეს მიუღია - ახალგაზრდა ქართველი მცველი „უდინეზეს“ ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

რაც შეეხება საზონოვს, როგორც ადრე ვწერდით, დიდი ალბათობით, ის „ხარებს“ იანვარში დატოვებს. დეკემბერში „ტორინომ“ ქართველი მცველი განაცხადში დააბრუნა, თუმცა ბარონის ქართველი მცველისთვის თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ მიუცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აუტსაიდერი მეოთხედფინალში გაიყვანა - მუსელიანის გამარჯვების გოლი კვიპროსის თასზე
აუტსაიდერი მეოთხედფინალში გაიყვანა - მუსელიანის გამარჯვების გოლი კვიპროსის თასზე