თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

„მინდა, ფანებს ვაჩვენო რა შემიძლია“ | რიეკამ მორჩილაძე წარადგინა

თორნიკე მორჩილაძე „რიეკას“ ფეხბურთელია. ხორვატულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მორჩილაძემ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა მისი ერთი წლით გახანგრძლივებაც არის შესაძლებელი.

„რიეკას შესახებ ყველაფერი ვიცი და ისტორიულად, რიეკა ხორვატიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ და მინდა, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. რატომ რიეკა? ეს კლუბი ხორვატიის მოქმედი ჩემპიონია და ჩემი ამბიციები მის ამბიციებს ემთხვევა.

ხორვატიის ჩემპიონატისა და აქაური კლუბების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ აქ სამი-ოთხი კლუბია გამორჩეული და მოუთმენლად ველი, მათ წინააღმდეგ როდის ვითამაშებ. რა მოლოდინები მაქვს? მაქსიმუმს გავაკეთებ. ვიცი, როგორ უყვართ ფანებს რიეკა და ერთი სული მაქვს, მათ ვაჩვენო, რა შემიძლია," - განაცხადა მორჩილაძემ.

„რიეკაში“ გადასვლამდე მორჩილაძე „დინამო თბილისში“ თამაშობდა და გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა. მან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები 2025 წელს | რომელზე არიან ილია და მერაბი
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები 2025 წელს | რომელზე არიან ილია და მერაბი