ზლატანი: ჩემთვის რონალდო ყველა დროის უდიდესი იყო და იქნება
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი კარიერის ადრეული წლები გაიხსენა და მის კუმირებზე ისაუბრა. სპორტსმენები, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს.
„ჩემთვის რონალდო იყო და რჩება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. ბევრი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის ის ნომერ პირველია.
მაშინ არც Instagram-ი იყო და არც YouTube-ი. ბიბლიოთეკაში დავდიოდი, ვიდეოებს ვეძებდი და ვიმალებოდი, რათა მის დრიბლინგსა და მოძრაობებს დავკვირვებოდი. მინდოდა ეს ტრიუკები მესწავლა. რაღაცნაირად, სწორედ მუჰამედ ალისა და რონალდოს წყალობით ჩამოვიყალიბე ჩემი საკუთარი სტილი.
მას (მუჰამედ ალის) ტელევიზორში ვუყურებდი, რომელიც მაშინ შავ-თეთრი იყო. ვაკვირდებოდი როგორ ლაპარაკობდა, როგორ იქცეოდა. ის არ იყო ქედმაღალი. ბავშვობაშივე მაშინვე მომინდა გამეგო, ვინ იყო ის. საკუთარ თავს ვუთხარი: „მინდა მას დავემსგავსო, ოღონდ ფეხბურთში“. დავიწყე მატჩების ყურება და სწორედ მაშინ ვნახე პირველად რონალდო“.
2007 წელს, მილანურ დერბიში რონალდოს წინააღმდეგ თამაშის შესახებ:
„ბავშვივით ბედნიერი ვიყავი... მე, ზლატანი, მის წინააღმდეგ ვთამაშობდი – ეს ჩემი ცხოვრების ოცნება იყო. მას ვუყურებდი, თვალს არ ვაცილებდი, რადგან ბავშვობაში ის ჩემი კუმირი იყო. უდიდესი მათ შორის, ვინც კი ოდესმე საფეხბურთო მოედანზე გამოსულა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში იმ მომენტამდე მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა ჩავხუტებოდი და ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ დერბი მიმდინარეობდა.
მატჩის ბოლოს „მილანის“ გასახდელში შევედი, მაისურები გავცვალეთ და ავტოგრაფიც კი დამიტოვა. მაქვს მისი მაისურის ფოტო, რომელიც მალმეში, ჩემს ოთახში ამაყად კიდია. ვაი მას, ვინც მას შეეხება. „ფენომენი“ ჩემს ბავშვობას, ჩემს ბავშვობის ოცნებას განასახიერებს. ჩემთვის ის ყველაფერია“,
– ციტირებს „მილანის“ მფლობელთა მრჩეველის სიტყვებს Sky Sport-ი.