„პასი ერთხელ მაინც მომცეს! ...ჯანდაბა, პრესინგი ითამაშე!“ - ვინი vs ალონსო
ვინისიუსსა და ჩაბი ალონსოს შორის ჯერჯერობით ყველაფერი მოგვარებული არ არის. ამის შესახებ ესპანური გამოცემები იტყობინებიან.
Marca-ს ცნობით, „ბეტისთან“ შეხვედრისას ალონსოსა და ვინისიუსს შორის მორიგი უთანხმოება იყო. Movistar-ის გადაცემა El Día Después-ის კამერებმა დააფიქსირეს ბრაზილიელის უკმაყოფილება ჩაბი ალონსოს მიმართ, რის შემდეგაც მალევე ის შეცვალეს.
მას შემდეგ, რაც „ბერნაბეუს“ ტრიბუნების ნაწილმა ვინის სტვენა დაუწყო, ხოლო მარკ ბარტრასთან შეხლა-შემოხლამ მისი გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა, ვინისიუსმა ალონსოსთან უკმაყოფილება გამოხატა. იგი თვლიდა, რომ თანაგუნდელები ბურთს ისე ხშირად არ აწვდიდნენ, როგორც მას სურდა. სათადარიგოთა სკამისკენ მიმართული პროტესტისას, El Día Después-ის მიერ ტუჩების მოძრაობის წაკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ვინისიუსმა კონკრეტულად გონსალო გარსიაზე მიანიშნა (რომელიც მოგვიანებით ჰეთ-თრიკით მატჩის გმირი გახდა):
„ეს შეუძლებელია, ბურთი უნდა მომაწოდონ. აქ ყველას დრიბლინგი უნდა, მერე კი მე მისტვენენ. უთხარი გონსალოს, რომ ერთხელ მაინც უნდა მომცეს პასი. სულ არა, მაგრამ ერთხელ მაინც“.
Vinícius Jr. para Xabi Alonso:
— ???????? ???????????????? ???????? ???????????????? (@LaLigaBR) January 5, 2026
"Isso é impossível, eles têm que passar a bola, todo mundo aqui quer driblar e depois me vaiam, diga ao Gonzalo que ele tem que passar alguma coisa." pic.twitter.com/VtQQDvIpDY
ამის შემდეგ, ბრაზილიელის შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაფიქსირდა ალონსოს მხრიდან ვინისიუსის მისამართით გამოხატული აშკარა უკმაყოფილება. ამის მიზეზი კი პრესინგში ნაკლები ჩართულობა იყო. ეს ეპიზოდი DAZN-ის კამერებმა აღბეჭდეს და გაშიფრეს.
„ჰეი, ჯანდაბას, ვინი! მიდი, გააგრძელე! ჯანდაბა, პრესინგი ითამაშე! იქ, პრესინგია საჭირო! არ გაჩერდე, მეტია საჭირო!“
– უყვიროდა ალონსო ვინისიუსს, რათა თავდაცვით ფუნქციებში მეტი ენერგია დაეხარჯა.
????XABI ALONSO GRITA A VINI EN PLENO PARTIDO
— Post United (@postunited) January 5, 2026
????"Eh, hostia Vini. ¡Dale, hombre, va! ¡Hostia, presión! Ahí, presiona. ¡Que no te pares y presiones! ¡Venga, una, va!"
????10 minutos después el técnico cambió al brasileño, que se fue sin aparentes problemas
????️DAZN pic.twitter.com/IPn6OatxTF
ამ საუბრიდან ზუსტად 10 წუთში ჩაბი ალონსომ ვინისიუსისა და როდრიგოს გიულერითა და მასტანტუონოთი შეცვლა გადაწყვიტა.
შეცვლის მომენტში ვინისიუსს არანაირი უკმაყოფილება არ გამოუხატავს, განსხვავებით ძველი ინციდენტისგან. ჯერჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა რაიმე გაგრძელება ამ ინციდენტს.