გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

მათი ყურება სასიამოვნოა | კარლინიმ ფროზინონე და კვერნაძე შეაქო

„ფროზინონესა’’ და „კატანძაროს’’ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმილიანო კარლინიმ Gazzetta del Sud-თან ინტერვიუში მისი ყოფილი გუნდების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის თამაში გამოარჩია.

კარლინი ცნობილი ფეხბურთელი არაა, სერია A-ში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა (2015-16 წლების სეზონში „ფროზინონეს'' რიგებში), თუმცა „ფროზინონე'' - „კატანძაროს'' დაპირისპირების კონტექსტში მისი აზრი საინტერესოა, გუნდებს კარგად იცნობს და „ფროზინონეს'' ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ კვერნაძეს მიიჩნევს.

მასიმილიანო კარლინი: „ფროზინონემ'' ამ სეზონში გამაკვირვა, ის გასპერინის გუნდებს ჰგავს, მუდამ წინ გარბიან, ყოველთვის მაქსიმალური სისწრაფით, კაცი-კაცზე თამაშობენ და არ ეშინიათ დაცვაში ერთი-ერთზე დარჩენის. ისეთი გარემარბები ჰყავთ, როგორებიც გიორგი კვერნაძე და ფარეს ჟეჟემი არიან, რომლებიც ყოველთვის ქმნიან რიცხობრივ უპირატესობას. ჯაკომო კალო თამაშის დირიჟორია და, ამასთანავე, გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც ენთუზიაზმის ხარჯზე ორმაგი ენერგიით იხარჯებიან. მათი ყურება სასიამოვნოა“.

18 ტურის შემდეგ სერია B-ს სატურნირო ცხრილს „ფროზინონე’’ 38 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან „მონცას’’ 1 ქულით უსწრებს. მე-19 ტურში „ფროზინონე’’ „კატანძაროს’’ მიიღებს. მატჩი ათ იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

22 წლის ქართველმა მარცხენა გარემარბმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა (დუბლი „იუვე სტაბიასთან’’) და 1 საგოლე პასი შეასრულა („მოდენასთან’’). მე-18 ტურში „ემპოლისთან'' გასვლით მატჩში (1:1) მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არ იყო, თუმცა საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ოსტატური გადაცემით შეტევა კარგად განავითარა.

მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი ენდობა და მუდმივად სასტარტოში ათამაშებს, მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, დისკვალიფიკაციისა და ავადმყოფობის გამო.

იტალიის თასზე „ფროზინონემ'' ორი მატჩი ჩაატარა, კვერნაძემ ორივე შეხვედრაში ითამაშა, მისი გოლით „მონცა'' დაამარცხეს, თუმცა შემდეგ „კალიარისთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 იანვრის სატრანსფერო ზონა
6 იანვრის სატრანსფერო ზონა