ახალი ისტორია დაიწერა - მაქს დოუმენმა პრემიერ ლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის არსენალმა ევერტონს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
ანგარიში 89-ე წუთზე გიოკერეშმა გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მაქს დოუმენმა გაისროლა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
მაქსის გოლი კი ისტორიული აღმოჩნდა. დოუმენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა. ის 16 წლის და 73 დღის გახლავთ.
არსენალის ტალანტმა ჯეიმს ვონის რეკორდი გააუმჯობესა. 2005 წელს, ვონმა კრისტალ პალასის წინააღმდეგ გაიტანა. მაშინ ის 16 წლის და 270 დღის იყო.
????OFFICIAL: Arsenal's Max Dowman (16) is the youngest goalscorer in Premier League HISTORY! ✅ pic.twitter.com/hIMYLRqUs9
— Football Virals (@FootballviralHQ) March 14, 2026