2027 წლამდე ლივერპულში რჩება | ალისონმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
„ლივერპულის“ ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გამოცემა WinWin-ს ფეხბურთელის აგენტმა, ზე მარია ნეისმა განუცხადა.
„ლივერპულთან“ კონტრაქტი გავახანგრძლივეთ. კონფიდენციალობა უნდა დავიცვა, ამიტომ კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერაფერს ვიტყვი“, - ამბობს ალისონის აგენტი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. მისი ცნობით, მერსისაიდულმა კლუბმა კონტრაქტის ერთი წლის გახანგრძლივების ოფცია გამოიყენა. შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილის ბრაზილიელი კონკურენტი „ენფილდზე“ მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.
???? Alisson contract at Liverpool has been extended until June 2027 by triggering the option included into the current deal. pic.twitter.com/dvr1x6qjTJ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 14, 2026
ცნობისთვის, ალისონი „ლივერპულის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მერსისაიდულ კლუბთან ერთად ორჯერ პრემიერლიგა, თითოჯერ ლიგის თასი, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.