ჩაკვეტაძის საგოლე პასი | უოტფორდი სტოკ სიტისთან დამარცხდა
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში სტოკ სიტიმ შინ უოტფორდი 3:1 დაამარცხა. უოტფორდმა 37-დან მე-11 შეხვედრა დათმო, ამ მომენტში 52 ქულით მე-10 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩება. გუნდი არასტაბილურია, ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, 90 წუთი ითამაშეს. მილონ მანჰუფის დუბლით უოტფორდი 2:0-ს იგებდა, აღნიშნული 2 გოლისას საბა გოგლიჩიძე არ შემცდარა.
81-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეტევა განავითარა, შემდეგ ბურთი ირანკუნდას დაუგორა, რომელმაც შორიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:1 გახდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 21 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 საგოლე პასია, 25-ე ტურში ბირმინგემთან და დღეს, 38-ე ტურში - სტოკ სიტისთან.
მესამე გოლისას გოგლიჩიძემ ერთი-ერთზე ორთაბრძოლა დათმო, სემ გალაჰერმა ოსტატურად ჩამოიშორა და ეფექტური გოლი გაიტანა.
საბა გოგლიჩიძემ, რომელიც უდინეზეს საკუთრებაა და გასულ ზამთარში უოტფორდში იჯარით გადავიდა, ჩემპიონშიფში 6 მატჩი ჩაატარა, 6-დან 5-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ბოლო ორ მატჩში არ შეუცვლიათ, 90 წუთი ითამაშა.
ჩემპიონშიფში უოტფორდი მომდევნო მატჩს 17 მარტს, შინ ვრექსჰემთან გამართავს.