საქართველოს ნაკრების მეტოქეები | უკრაინამ სტუმრად უნგრეთს მოუგო
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, უნგრეთი-უკრაინის მატჩი შედგა.
ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გეორგი სუდაკოვის პასის შემდეგ დანილო სიკანმა გაიტანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, უკრაინელთა კარის მიმართულებით 10-ჯერ დაარტყეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ: „ჯვაროსნების“ მომდევნო მეტოქე - უკრაინის ნაკრები თბილისში 3 ქულით ჩამოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში უკრაინელებს ჟიტომირის „პოლისიას“ ფორვარდი ოლექსანდრ ნაზარენკო ვერ დაეხმარება, რომელმაც უნგრეთთან მატჩის მეორე ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
ამ დროისთვის ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: ჩრდ. ირლანდია - 3 ქულა, უკრაინა - 3 ქულა, უნგრეთი - 0 ქულა, საქართველო - 0 ქულა.
28 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები კი „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.