ზურიკო პასიური იყო | სენტ-ეტიენმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში მე-13 ადგილზე მყოფმა გრენობლიმ სენტ-ეტიენი მიიღო - 0:0. გამარჯვების შემთხვევაში სენტ-ეტიენი პირველ ადგილზე გადავიდოდა, თუმცა მხოლოდ ქულა მოიპოვა, 50 ქულა დააგროვა და ლიდერ ტროას 1 ქულით ჩამორჩება. თუ ტრუა ამ ტურში თავის მატჩს მოიგებს, სენტ-ეტიენს 4 ქულით გაასწრებს.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა. ორივე ტაიმსი პასიური იყო, შეტევაში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, მის თამაშს სიმწვავე აკლდა. 84-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ბურთი ვერ გააკონტროლო და კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
90-ე წუთზე მსაჯთან კამათის გამო ზურიკომ ყვითელი ბარათი მიიღო.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან შეუგდო.
ამ მატჩამდე ზურიკომ ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. წინა მატჩებისგან განსხვავებით დღეს საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია.
მომდევნო ტურში, 21 მარტს სენტ-ეტიენი ანესის მიიღებს.