ლუკა ხარატიშვილი
Aa
Aa

პირველი გოლისას შეცდა | ხარატიშვილი კვლავ სასტარტოში იყო

ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში მლადა ბოლესლავმა შინ პარდუბიცეს 2:0 მოუგო. პარდუბიცეს სასტარტო შემადგენლობაში 23 წლის ქართველმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ითამაშა. ლუკა პირველი გაშვებული გოლისას შეცდა, პირველი დარტყმა ცუდად მოიგერია, მეორე დარტყმისას ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. მეორე გოლს მას ვერ დავაბრალებთ, ახლოდან თავით კუთხეში დაარტყეს.

 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარდუბიცემ გამოცდილი მეკარე ალეშ მანდოუსი დაიმატა, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ახალწვეული მანდოუსი სამ მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა შემდეგ ლუკამ სასტარტოდან ამოაგდო, ლუკამ ჩეხეთის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხ მატჩში 90 წუთი ითამაშა. ლუკამ ამ სეზონში კონკურენცია ორ მეკარეს მოუგო, სეზონის პირველ ნახევარში იაჰიმ სერაკს, ახლა კი - მანდოუსს.

16-გუნდიან ჩემპიონატში პარდუბიცე 29 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 4 აპრილს აუტსაიდერ პრაღის დუკლას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე