ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ 80 წუთი ითამაშა - ჰაიდენჰაიმი აინტრახტთან დამარცხდა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ჰაიდენჰაიმი ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 80 წუთი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად. მას ასევე 1 წარუმატებელი დრიბლინგი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, ზივზივაძე საჯარიმოში წააქციეს, რის გამოც მსაჯს თავისუფლად შეეძლო პენალტის დანიშვნა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ უკანასკნელად გოლი სწორედ აინტრახტის კარში გაიტანა, თუმცა პირველ წრეში. აღნიშნული მატჩი 2025 წლის პირველ ნოემბერს გაიმართა.

რაც შეეხება ჰაიდენჰაიმს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 ქულით ბოლო ადგილზეა. შემდეგ ტურში, ჰაიდენჰაიმი ლევერკუზენს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები