გუარდიოლა: მიწასთან ადრეც გავუსწორებივარ, ახლაც ასეა, მაგრამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ
პეპ გუარდიოლამ „რეალთან“ 0:3 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მას ხშირად აკრიტიკებდნენ შემადგენლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო.
გუარდიოლა თავისი პოზიციის დაცვას ბოლომდე აპირებს, ისევე როგორც გუნდის.
„პირველი შემთხვევა არ არის, როცა წნეხის ქვეშ ვარ. ბევრჯერ წამიგია ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ეტაპზე და ჩემი გადაწყვეტილებებისა თუ მომხდარის გამო მიწასთან გავუსწორებივარ. ასე რომ, მსგავსი რამ პირველად არ ხდება, თუმცა ამავდროულად, მე კვლავ აქ ვარ. ბოლო დღემდე დავიცავ ჩემს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემადგენლობას ეხება. თქვენ ვერ გადაგარწმუნებთ, რადგან წავაგეთ და არგუმენტები კვლავ იგივეა.
ახლა „ვესტ ჰემთან“ თამაში გველის, შემდეგ კი გვექნება დრო „რეალზე“ საფიქრალად. ითამაშე ისე, როგორც უნდა ითამაშო, მატჩის შემდეგ კი გამოჩნდება, გაქვს შანსი თუ არა. ჩვენს ანგარიშზე ბევრი დოლარი არ არის, მაგრამ სამშაბათს ვნახოთ, რა მოხდება“.
- განაცხადა პეპმა.
გუარდიოლამ ასევე ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბების წარუმატებელ შედეგებზეც ისაუბრა.
„ადრე მსოფლიოს საუკეთესო ლიგა ვიყავით, არა? ამ კვირაში მომხდარის შემდეგ – უკვე აღარ. თუმცა კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ საოცარი ლიგა გვაქვს. ეს ფანტასტიკური ჩემპიონატია, მაგრამ ასეთ ტურნირზე, სადაც ყველაფერს ერთი-ორი მატჩი წყვეტს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ეს ნიშნავს, რომ სხვა ლიგებიც ძლიერია. ახლა ყველა ნორვეგიულ „ბოდო-გლიმტზე“ ლაპარაკობს. ადრე მათზე არავინ საუბრობდა. ტოპ-გუნდია. მათ მოუგეს „სპორტინგს“, „ინტერს“, მოგვიგეს ჩვენ, „ატლეტიკოს“. ახლა ყველა მეტოქე რთულია. ყველა მომზადებულია და ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას იჩენენ“,
– თქვა გუარდიოლამ BBC-ისთან საუბრისას.