მეტოქის საჯარიმოში სიმწვავე გვაკლდა | სენტ-ეტიენის მწვრთნელის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში მე-13 ადგილზე მყოფმა გრენობლიმ სენტ-ეტიენი მიიღო - 0:0. გამარჯვების შემთხვევაში სენტ-ეტიენი პირველ ადგილზე გადავიდოდა, თუმცა მხოლოდ ქულა მოიპოვა, 50 ქულა დააგროვა და ლიდერ ტროას 1 ქულით ჩამორჩება. თუ ტრუა ამ ტურში თავის მატჩს მოიგებს, სენტ-ეტიენს 4 ქულით გაასწრებს.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, ბევრს მოძრაობდა, თუმცა შეტევის დასკვნით ნაწილში პასიური იყო. ზურიკოსთან დაკავშირებით სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ისაუბრა:„რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, ძირითადად პირველ ტაიმში, როცა მეკარეს გარკვეული ძალისხმევის გაღება მოუხდა. ამის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე არჩევანი ცოტა შეგვეზღუდა, რადგან მხოლოდ ერთი თავდამსხმელი გვყავდა. ზურიკო დავითაშვილი ნახევარდაცვაში გადავიყვანე, ეს პოზიცია მისთვის ნაცნობია ნაკრებიდან. მიზანი გარკვეული ხიფათის შექმნა იყო. მეტოქის მესამედში ეს მოვახერხეთ, მაგრამ საჯარიმოში — ვერა''.
ამ მატჩამდე ზურიკომ ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. წინა მატჩებისგან განსხვავებით გრენობლისთან საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან შეუგდო.