ლოთარ მათეუსი, ლენარტ კარლი
Aa
Aa

რეალში თამაში მეც მსურდა | მათეუსმა ლენარტ კარლი დაიცვა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი თავის ბოლო სვეტში Sky-სთვის რამდენიმე აქტუალურ თემას ეხება, მათ შორის „ბაიერნის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლენარტ კარლის ხმაურიან განცხადებას. 17 წლის ლენარტ კარლმა გულშემატკივრებთან შეხვედრისას აღიარა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია. მათეუსი მას იცავს. ლოთარი მიიჩნევს, რომ 17 წლის ასაკში ასეთი მიზნების ქონა ჯანსაღია. მისი თქმით, ეს არის გულწრფელობა და არა უპატივცემულობა „ბაიერნის“ მიმართ. მათეუსს პირადი მაგალითი მოჰყვას და იხსენებს, რომ „რეალთან“ 90-იანებში თავად ჰქონდა შეთანხმება, თუმცა ტრანსფერი „ინტერის“ გამო ჩაიშალა. ლოთარი ხაზს უსვამს, რომ კარლმა იცის „რეალის“ რადარზე მოსახვედრად, მან ჯერ „ბაიერნში“ უნდა აჩვენოს ფენომენალური ფეხბურთი, რაც თავად მიუნხენური კლუბისთვისაც სასარგებლოა.

ლოთარ მათეუსი: „ვფიქრობ, აქ ყველაფერი რიგზეა. ეს აჩვენებს, რომ კარლი ამბიციურია და საკუთარი თავის სჯერა. მან იცის, რომ „ბაიერნში“ არაჩვეულებრივად უნდა ითამაშოს, რათა „რეალის“ თვალთახედვის არეში მოხვდეს. 17 წლის ბიჭს არ უთქვამს, რომ მომდევნო ორ წელიწადში სურს მადრიდში გადასვლა. ეს მისი ოცნებაა. ოცნებები ხდება, მაგრამ მათთვის შრომაა საჭირო და ამით „ბაიერნიც“ იხეირებს. თუ კარლი იმდენად კარგი გახდება, რომ „რეალი“ მასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, მას ჯერ სხვა კლუბში მოუწევს რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა.

მეც სიამოვნებით ვითამაშებდი „რეალში“.1990/91 წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და უცებ მადრიდელებმა კარზე მომიკაკუნეს. სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ მოქმედი კონტრაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ არ შედგა მაშინ ტრანსფერი. მე და „რეალი“ შევთანხმდით, მაგრამ „ინტერს“ ჩემი გაშვება დიდი სატრანსფერო თანხის სანაცვლოდაც კი არ სურდა. მეც მქონდა ოცნებები: ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა მეთამაშა დიდ კლუბში, გავმხდარიყავი ნაკრების წევრი და მოვხვედრილიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ ეტაპზე ოცნებები უბრალოდ იზრდება. ოთხი წლის წინ ის ალბათ იტყოდა, რომ ბუნდესლიგაში, სავარაუდოდ კი „ბაიერნში“ თამაში სურდა.

კარლი უბრალოდ ხედავს, რა არის შესაძლებელი. საქმე მხოლოდ სპორტულ ასპექტს არ ეხება. საქმე ეხება ახალ, განსხვავებულ და უკეთესი ცხოვრების ხარისხს, უკეთეს ამინდს და მსოფლიოს კიდევ უფრო დიდ კლუბს. ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არა ბუნდესლიგიდან, არამედ იმ ლიგიდან მოდიან, რომელიც გლობალურად უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.“

კარლმა კვირას, ბურგსინის ფანკლუბთან შეხვედრისას, თავისი საოცნებო კლუბი დაასახელა.

„იმედი მაქვს, ეს ჩვენს შორის დარჩება,“ — დაიწყო ლენარტ კარლმა ფანკლუბში სტუმრობისას, როდესაც ჰკითხეს, „ბაიერნის'' გარდა ჰყავდა თუ არა საოცნებო კლუბი: „ბაიერნი'' ძალიან დიდი კლუბია. აქ თამაში ოცნებაა, თუმცა, რაღაც მომენტში, აუცილებლად მინდა მადრიდის „რეალში“ გადავიდე. ეს ჩემი საოცნებო კლუბია, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს.“

გერმანიის „რეკორდმაისტერის'' გულშემატკივრებს ეს განცხადება ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ „ბაიერნი“, რა თქმა უნდა, „ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია“ და ამ კლუბში ყოფნა „ძალიან, ძალიან სახალისოა“.

17 წლის კარლი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ასაკის მიუხედავად „ბაიერნის'' მთავარ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგად, მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.

კარლი, რომელსაც Transfermarkt-ი 60 მილიონ ევროდ აფასებს, გერმანიის „რეკორდმაისტერის'' ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ლენარტ კარლის მენეჯერი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიქაელ ბალაკია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ გადავიდა 10 წლის კარლი რეალში | უცნობი ისტორია ამომავალ ვარსკვლავზე
რატომ არ გადავიდა 10 წლის კარლი რეალში | უცნობი ისტორია ამომავალ ვარსკვლავზე