ლენარტ კარლი
Aa
Aa

რეალი ჩემი საოცნებო კლუბია | კარლის რეზონანსული კომენტარი

მიუნხენის „ბაიერნის'' ამომავალმა ვარსკვლავმა ლენარტ კარლმა კვირას, ბურგსინის ფანკლუბთან შეხვედრისას, თავისი საოცნებო კლუბი დაასახელა.

„იმედი მაქვს, ეს ჩვენს შორის დარჩება,“ — დაიწყო ლენარტ კარლმა ფანკლუბში სტუმრობისას, როდესაც ჰკითხეს, „ბაიერნის'' გარდა ჰყავდა თუ არა საოცნებო კლუბი: „ბაიერნი'' ძალიან დიდი კლუბია. აქ თამაში ოცნებაა, თუმცა, რაღაც მომენტში, აუცილებლად მინდა მადრიდის „რეალში“ გადავიდე. ეს ჩემი საოცნებო კლუბია, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს.“

გერმანიის „რეკორდმაისტერის'' გულშემატკივრებს ეს განცხადება ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ „ბაიერნი“, რა თქმა უნდა, „ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია“ და ამ კლუბში ყოფნა „ძალიან, ძალიან სახალისოა“.

17 წლის კარლი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ასაკის მიუხედავად „ბაიერნის'' მთავარ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგად, მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.

კარლი, რომელსაც Transfermarkt-ი 60 მილიონ ევროდ აფასებს, გერმანიის „რეკორდმაისტერის'' ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ლენარტ კარლის მენეჯერი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიქაელ ბალაკია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასე მოვიპოვე სანიოლის ნდობა | როგორ დაეხმარა ვილი ახალგაზრდა მცველს
ასე მოვიპოვე სანიოლის ნდობა | როგორ დაეხმარა ვილი ახალგაზრდა მცველს