კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

სასახლე სამშობლოში დასრულებულია - კრიშტიანუს ფუფუნების ახალი კერა

კრიშტიანუ რონალდუ არამხოლოდ მსოფლიო ფეხბურთის, არამედ მთლიანად სპორტის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი ფიგურა რომ არის, ამას ყველა აღიარებს. თავისი სამაგალითო პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა იმდენად დიდი თანხა გამოიმუშავა, რომ ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში მისი სახლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 30 მილიონი ევრო დაჯდა.

სამუშაოები ლისაბონიდან 48 კილომეტრ მანძილზე დაშორებულ საკურორტო სანაპიროზე სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ სახლს სასახლეც შეიძლება ეწოდოს. კრიშტიანუს განკარგულებაში იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის მშენებლობაც 14 მილიონამდე დაჯდა. სასახლეშია რვა საძინებელი, გიგანტური შუშის აუზი წყალქვეშა ბილიკით, ეგრეთწოდებული ინტელექტუალური გათბობა, სპორტდარბაზი, დახურული და ღია საცურაო აუზები, მასაჟის ოთახი და კინოთეატრი.

ცნობისათვის, რონალდუს ხუთ შვილს ექნება საკუთარი სათამაშო მოედანი, ხოლო მას და მის საცოლე ჯორჯინას კერძო დასასვენებელი პლაჟი. სასახლე ასევე გამოირჩევა მყარი ოქროს ონკანებით, იტალიური მარმარილოთი და სპეციალურად კრიშტიანუსთვის და მისი მეუღლისთვის დამზადებული Louis Vitton-ის ფრესკით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარსელო: „კრიშტიანუს მსგავსად დიეტით თავს არ ვიკლავდი“
მარსელო: „კრიშტიანუს მსგავსად დიეტით თავს არ ვიკლავდი“