რონალდუს 957-ე გოლი კარიერაში - ალ ნასრიმ ალ ეტიფაქს ვერ მოუგო
საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრი ალ ეტიფაქს ესტუმრა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში მე-16 წუთზე ვაინალდუმმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და 47-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა წონასწორობა აღადგინა.
ზუსტად 20 წუთში ფელიქსის გასროლას კიდევ ერთი გოლი მოყვა, თუმცა ეს გოლი კრიშტიანუ რონალდუს ჩაეთვალა, რადგან ჟოაუს დარტყმის შემდეგ, ბურთი მას მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში შევიდა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა კარიერაში 957-ე გოლი გაიტანა და 2025 წელი გოლით დაასრულა. მე-80 წუთზე ვაინალდუმმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის 31 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ ალ ტაავონს 3 ქულით უსწრებს.