3-დან 3 მარცხი - მოურინიოს ბენფიკაში პრობლემები აქვს
ლისაბონის „ბენფიკამ“ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე მატჩიც წააგო - „არწივები“ „ნიუკასლთან“ გასვლაზე ვერაფერს გახდნენ (0:3) და მთავარ საკლუბო ტურნირზე მდგომარეობა სერიოზულად გაირთულეს.
„პირველ ტაიმში გოლები დაგვაკლდა. თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. რთულია, როდესაც 4 მომენტს ქმნი და გოლი არ გაგაქვს. შესვენებაზე უსამართლო ანგარიშით გავედით.
მეორე გოლმა მატჩის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ასეთი გოლები არ უნდა გავუშვათ. სტანდარტული მდგომარეობა იყო და პოზიციები ვერ დავიკავეთ. გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გატყდა. ის გოლები, რაც პირველ ტაიმში არ გავუშვით, ბოლო 15-20 წუთში გაგვიტანეს.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 15 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ პლეიოფში გასასვლელად 9-11 ქულაც იქნება საკმარისი“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებში „ბენფიკა“ „ლევერკუზენს“ (გასვლა), „აიაქსს“ (შინ), „ნაპოლი“ (შინ), „იუვენტუსს“ (გასვლა) და „რეალს“ (შინ) შეხვდება.