პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: სიტი უბრუნდება იმ დონეს, რომელზეც მანამდე იყო

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. ლიგის ფაზის მე-3 ტურში, „მანჩსტერ სიტი“ ესპანურ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდი იმ დონეს უბრუნდება, რომელიც მათ წინა სეზონამდე ამდენი დიდი ტიტულის მოგების საშუალებას აძლევდა.

„თუ გავაანალიზებთ პირველ ტაიმს და ზოგიერთ მომენტს მეორეში, ჩვენ შევქმენით რამდენიმე კარგი შანსი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ვიცი, რომ ესპანელებს ესმით: „ვილიარეალი“ ტოპ-გუნდია. ვიცი, რამდენად რთულია აქ თამაში, და მაქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი იმ დონეს უბრუნდება, რომელზეც ადრე ვიყავით“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შედეგმა „სიტის“ წაუგებელი სერია 9-მდე გაზარდა. „ქალაქელებს“ ყველა ტურნირზე 7 მოგება და 2 ფრე აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს 7 გოლი, კვარას შესანიშნავი შესრულება | ენრიკეს გუნდის წარმატებული სერია
პსჟ-ს 7 გოლი, კვარას შესანიშნავი შესრულება | ენრიკეს გუნდის წარმატებული სერია