Goal-ის რეიტინგი | პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების სამეულშია
Aa
Aa

Goal-ის რეიტინგი | პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების სამეულშია

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Goal.com-მა მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

„ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალს“ გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მესამე საფეხურზე კი „პარი სენ-ჟერმენია“, რომელზეც გამოცემა შემდეგს წერს:

„პსჟ ჯერ კიდევ არაა ის გუნდი, რომელმაც შარშან არცერთი მეტოქე არ შეიმჩნია და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა „ჩელსისთან“ მატჩში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ შესაძლოა ენრიკეს გუნდმა საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. რა თქმა უნდა, უსმან დემბელემ პარიზელთა შეტევას დინამიზმი შესძინა, ხოლო თუ ხვიჩა კვარაცხელია ასეთ მაგიურ მომენტებს რეგულარულად შემოგვთავაზებს, მოქმედი ჩემპიონების შეჩერება რთული იქნება.

საპასუხო შეხვედრაში „სტემფორდ ბრიჯზე“ პსჟ-მა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, ხოლო მეოთხედფინალი „ლივერპულის“ ან „გალათასარაის“ წინააღმდეგ დაუძლეველ ამოცანას არ წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, „ჩელსისთან“ მატჩში პარიზელებმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს“.

მეოთხე ადგილზე „რეალია“, მეხუთეზე - „ბარსელონა“, სრულად კი რეიტინგს ბმულზე გაეცნობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა ტურის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა ტურის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის