7 მედალი - ქართველი პარაძალოსნების წარმატება მსოფლიო თასზე
ჩილეში გამართულ პარაძალოსნობის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ორივე ოქროს მედალი აკაკი ჯინჭარაძის (+107 კგ) ანგარიშზეა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ დაძლია და ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 721 კგ-ით კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა.
მაკა კვინჩიამ (+86 კგ) ორი ვერცხლი მოიპოვა – ინდივიდუალურ პროგრამაში 126 კგ-ით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯამური შედეგით (371 კგ) კიდევ ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი.
გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო შედეგით (433 კგ) კი მეორე ბრინჯაოც დაამატა.
იაგო გორგოძემ (-107 კგ) ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 180 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
1TV