„მე მას შევაჩერებ და გავაჩუმებ“ - ერნანდესი ჩიმაევთან ბრძოლას ითხოვს
UFC 319-ის მთავარ ორთაბრძოლას დრიკუს დუ პლესსა და ხამზატ ჩიმაევს შორის საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ-ათეულის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ესწრებოდა და მათ შორის გახლდათ ენტონი ერნანდესი, რომელმაც ადგილიდან მიადევნა თვალყური იმ საოცარ დომინაციას, რომლის ფონზეც ჩიმაევმა სამხრეთ აფრიკელი მეტოქე დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა. ჩეჩენი მებრძოლის საოცარი პერფომანსის მიუხედავად, ერნანდესი მას ოდნავადაც არ უფრთხის და დენა უაითისგან ხამზატთან ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს.
ენტონი ერნანდესი
ჩამინიშნეთ ჩიმაევთან ჩხუბი, რადგან მისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა, მეტსაც გეტყვით, მისი დაფინიშებაც შემიძლია, რადგან ძალიან კარგი ჯიუ-ჯიცუ მაქვს, რომლის ხარჯზეც ჩეჩენს შევაჩერებ და გავაჩუმებ. მერწმუნეთ, ჩემი ენერგიიდან და საწვავის ავზიდან გამომდინარე, მისი დახრჩობა შემიძლია.
ცნობისათვის, ზუსტად ერთი კვირის წინ, ენტონი ერნანდესი რომან დოლიძეს დაუპირისპირდა, ქართველი მეტოქე საბმიშენით დაამარცხა და ახლა ის საშუალო წონის რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს.