„თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ“ - დემეტრიუს ჯონსონმა ჩიმაევი დაიცვა
ხამზატ ჩიმაევისა და დრიკუს დუ პლესის ბრძოლის მიმდინარეობისას, დარბაზში სტვენის ხმა ხშირად ისმოდა, რაც გულშემატკივრების უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. მათ უმრავლესობას არ მოსწონდა ჩეჩენი მებრძოლის სტილი, რომელიც თითოეული რაუნდის დასაწყისშივე, სამხრეთ აფრიკელის წაქცევას ცდილობდა და დგომში ჩხუბზე საერთოდ უარი თქვა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით შეკითხვა UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს დემეტრიუს ჯონსონს დაუსვეს, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა:
„უკმაყოფილო საზოგადოებას მივმართავ - მეგობრებო, თქვენ თუ გრეპლინგის და ბრძოლის ნახვა არ გსურთ, მაშინ UFC-ის ყურებას თავი დაანებეთ. იმ შემთხვევაში თუ მომავალში ჩიმაევის ჩხუბი კიდევ ერთხელ ჩაინიშნება და რა თქმა უნდა ასეც იქნება, მოგიწოდებთ, დააჭირეთ „გამორთვის“ ღილაკს და თქვენი პრობლემა მაშინვე მოგვარდება“.
შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ორჯერ წარმატებით დაცვის შემდეგ, მესამე ცდაზე დაკარგა, როდესაც ისრაელ ადესანიასგან და შონ სტრიკლენდისგან განსხვავებით, მას ხამზატ ჩიმაევი იოლად გაუმკლავდა.