უკვე კარგად ნაცნობი ფინალი - ცინცინატის მოსაგებად ალკარასი და სინერი იბრძოლებენ
ცინცინატის მასტერსის ფინალში ერთმანეთისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჩოგბურთელები შეხვდებიან. კარლოს ალკარასი იანიკ სინერის წინააღმდეგ.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა. ნახევარფინალამდე კი ალკარასმა ჯუმჰურს, მედედოვიჩს, ნარდის და რუბლევს აჯობა.
რაც შეეხება სინერს, იტალიელმა ჩოგბურთელმა ცინცინატის მასტერში გალანთან გამარჯვებით გახსნა. შემდეგ კი დიალო, მანარინო, ოჟე-ალიასიმი და ატმანი მიაყოლა.
შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი ერთმანეთს უკანასკნელად უიმბლდონის ფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა. კარიერაში კი ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ. 8-ჯერ კარლოსმა მოიგო, 5-ჯერ იანიკმა.