საბა საზონოვი
Aa
Aa

სამომავლო გეგმების ნაწილად არ მოიაზრებენ | ტორინო საზონოვს გაუშვებს

სერია A-ს ახალი სეზონი მომდევნო უქმეებზე დაიწყება და „ტორინო“ შემადგენლობის შეცვლას აპირებს. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა „გრანატას“ გეგმებს სტატია მიუძღვნა და დაწერა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად ემზადება.

Tuttosport-ის მიხედვით, „ტორინოს“ სპორტულ დირექტორს დავიდე ვანიატის ანტონიო სანაბრიას, ადრიან ტამეზეს, ემირჰან ილხანისა და საბა საზონოვის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. „გრანატას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი საბას საკუთარი გეგმების ნაწილად არ მოიაზრებს და მისთვის სათამაშო დროის მიცემას არ აპირებს.

საზონოვს მსურველი ჯერ არ ჰყავს. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ითამაშა და ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც „ტორინოში“ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. Tuttosport-ი არ ასახელებს თანხას, რომელსაც „გრანატა“ მოითხოვს, მაგრამ ირწმუნება, რომ საზონოვი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საბას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა